ამადეო მოდილიანი

ჯონი დეპი ალ პაჩინოსთან ერთად იტალიელ მხატვარზე, ამადეო მოდილიანზე ფილმს გადაიღებს

ჯონი დეპი 25 წელიწადში პირველად საკუთარ ფილმს გადაიღებს და ის იტალიელი მხატვარსა და სკულპტორზე, ამადეო მოდილიანზე იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hollywood Reporter ავრცელებს. ფილმის პროდიუსერები ასევე იქნებიან ალ პაჩინო და ბერი ნავიდი.

ფილმს დენის მაკინტაიარის პიესის მიხედვით გადაიღებენ და სიუჟეტი შეეხება 1916 წელს, ამადეო მოდილიანის მიერ პარიზში გატარებულ 48 საათს, რაც მის ცხოვრებასა და კარიერაში მნიშვნელოვან მომენტად არის მიჩნეული.

გადაღებების დაწყება 2023 წლის გაზაფხულზე, ევროპაში არის დაგეგმილი.

"ჩემთვის დიდი პატივია მისტერ მოდილიანის საგის გამოტანა ეკრანზე. ეს იყო ცხოვრება დიდი გაჭირვებით, თუმცა საბოლოოდ ტრიუმფით - საყოველთაო ადამიანური ისტორია, რომელთანაც ყველა მაყურებელს შეეძლება იდენტიფიცირება". - თქვა ჯონი დეპმა.

კომენტარები