ტელეკომპანია მთავარი

"დეტალებს ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ" – თამარ ბაღაშვილი ტელეკომპანია მთავარს ტოვებს

ტელეკომპანია მთავარს არხის ჟურნალისტი და წამყვანი, თამარ ბაღაშვილი ტოვებს, რის შესახებაც მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

ბაღაშვილი წერს, რომ ტელეკომპანია მთავარის დატოვების მიზეზებზე ჯერ, ან საერთოდ არაფერს დაწერს.

"ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ. არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი, მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას!!!". - წერს თამარ ბაღაშვილი.

კომენტარები