ტურიზმი

2022-ის მეორე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 147.7 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

AARON HUEY / National Geographic

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში, აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე სომხეთი 12.1%-იანი წილით.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რაც რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9% შეადგენდა. ამ წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. 2021 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 35 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ განხორციელდა.

2022 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 189.4%-ით აჭარბებს.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.5%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.0%-ს შეადგენდა.

კომენტარები