შსს

შსს: 34 წლის ქალი 17 წლის შვილმა თავის 19 წლის მეგობართან ერთად მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დედის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ნ.ხ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულია არასრულწლოვნის 19 წლის რ.ნ.-ც, რომელიც მას მკვლელობაში ეხმარებოდა. 

შსს-ს ცნობით, 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ნ.ხ.-მ 1988 წელს დაბადებულ დედას, ინიციალებით ჟ.ხ. საკუთარ სახლში დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მას მეგობარი ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს". – წერია განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ი ქვეპუნქტით და 109 მუხლის ი ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები