რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BLOOMBERG: პუტინის ომმა რუსეთის ეკონომიკა ერთ კვარტალში 4 წლით უკან დახია

Bloomberg-ის შეფასებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დაბრუნდა, რის გამოც ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ ვარდნის გზაზე აღმოჩნდა

Bloomberg-ი წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში მზარდი რუსეთის ეკონომიკა მეორე კვარტლიდან კლებაში შევიდა. Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზების მიხედვით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 4.7%-ით შემცირდება.

საერთაშორისო სანქციებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ისეთ ინდუსტრიებზე, როგორიც ავტომობილების წარმოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც ამას მოელოდნენ, ცენტრალური ბანკის პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო კვარტლებში კიდევ უფრო შემცირდება და 2023 წლის მეორე ნახევრამდე კლების ტენდენცია შენარჩუნდება.

გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, 2022 წელს მშპ 4-დან 6%-მდე შემცირდება, ხოლო წლიური ინფლაცია 15%-ს მიაღწევს. მათი პროგნოზებით, ეკონომიკა რეცესიაში 2025 წლამდე დარჩება. 

კომენტარები