გიგა ბოკერია

ბოკერია: ღარიბაშვილს სურს, ისევ იმ დღეში ვიყოთ, როცა სახელმწიფო არ გაქვს

მათი [ოცნების] მიზანია, რომ ამ პუტინისტური პროპაგანდისას ყველაფერი თავდაყირა იყოს, ახლა მხოლოდ ეს მესიჯი აინტერესებთ - ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენს შვილებს დაბომბავდნენო და ამ უსინდისო ტყუილს ამბობენ, როცა რეალურად პირიქით არის ყველაფერი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამას ემსახურება ყველაფერი, სხვანაირად ეს ვერ აიხსნება, ელემენტალური ამბავია.

ეგ არის სიმართლე, აქ ხალხის დაშინებაზე არ არის ლაპარაკი. რაც აფხაზეთში 90იანების დასაწყისში მოხდა, თუნდაც 2008 წელს რომ შევადაროთ, განსხვავებულია სისასტიკისა და მსხვერპლის მასშტაბი. მაშინ არც ნატოს საკითხი იდგა, არც ევროკავშირის, არავინ არ იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთი დასუსტებული იყო, მაგრამ საქართველო იმ არასწორ მხარეს მოხვდა, რაც ნანგრევების მტვერით წარმოიშვა.

ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ამ ტყუილს ემსახურება, რომ 14 წლის წინ დაიკარგა აფხაზეთიო, თითქოს მანამდე ყველაფერი კარგად იყო. ეს კაცი გამოდის და იძახის, რომ საბჭოთა კავშირის აპოლოგეტია, პირდაპირ იძახის, რომ ის კარგი და ჩვენი იყო.

ამით ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ უნდა გვქონდეს. აფხაზეთი ჩვენი იყო რას ნიშნავს, ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდა და როცა მოვინდომეთ, მაშინ ამის გამო დაგვსაჯეს.

ღარიბაშვილს უნდა, რომ ისევ მაგ დღეში ვიყოთ. როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არის სისხლისღვრა და მსხვერპლი უფრო დიდი და ნუ ატყუებენ ხალხს. შეხედონ კადიროვს, დაღესტანში რა ხდება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ მაშინ, როცა ბოროტებას უთმობ.

ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ეწერა, რომ საქართველომ აფხაზეთი 14 წლის წინ დაკარგა.

კომენტარები