რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის წინაპირობა არ არსებობს

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი არ არსებობს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკებებში შუამავლის როლთან დაკავშირებული შეთავაზების საპასუხოდ, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი და ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ საუბარს, რაც მხარეები "საკუთარ საშინაო დავალებებს შეასრულებენ". 

"უკრაინული მხარე მხედველობის არედან სრულად გავიდა. ამჟამად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 

რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშინაო დავალებები შესრულდება. იქამდე პრეზიდენტების შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს". - თქვა პესკოვმა. 

კომენტარები