დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

BBC: ისრაელი და ისლამური ჯიჰადის მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

BBC-ის ინფორმაციით, ისლამური ჯიჰადის მებრძოლები და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიციალურად მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელსა და ღაზას სექტორში მოქმედ ისლამურ ჯიჰადს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობს.

უკანასკნელ დღეებში მხარეებს შორის გამწვავებულ კონფლიქტს სულ მცირე 31 პალესტინელი შეეწირა და 200-მდე ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური პირების ცნობით, ღაზის სექტორზე თავდასხმისას ისლამური ჯიჰადის ორი ლიდერი მოკლეს.

5 აგვისტოს გასული წლის 11-დღიანი ომის შემდეგ, ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის ყველაზე მძიმე შეტაკება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ.  

მანამდე, 2 აგვისტოსს ისრაელის სამხედროებმა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს, რის გამოც შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ იმუქრებოდა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. მოსალოდნელი საფრთხის გამო, 5 აგვისტოს ისრაელმა ისლამური ჯიჰადის სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო. 

კომენტარები