რუსი ტურისტები საქართველოში

ბოკერია: ლონდონის პაბებში ომის დროს გერმანელებს რომ ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდათ?

მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, თვითონ ასე არ თვლის, საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტიქტია. წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას?! ამიტომ ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია, აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია მტრული სახელმწიფო მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან საქართველოს მოქალაქეების ქსენოფობიაში დაადანაშაულა.

კომენტარები