რუსეთ-საქართველო

კობახიძე: ომის დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის 110 000 მოქალაქე დარჩა, დიდი ნაწილი ქართველია

მარტიდან რამდენიმე თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს, ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობით არიან შემოსულები და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ.

მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა თითღქოს საქართველოს მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა. სინამდვილეში საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაეების რაოდენობა, რომელიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემოვიდნენ საქართველოში, და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 000-ზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს, ამასთან მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები