ფულადი გზავნილები

გვენეტაძე: ერთჯერადი შემოდინებაა, კაპიტალი რუსეთში მცხოვრებ ქართველებსაც გადმოაქვთ

თუ შევხედავთ ფულადი გზავნილების დინამიკას და გადმორიცხვებს, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ერთჯერადი კაპიტალის შემოდინებას. მათ შორის, აქამდე რუსეთში მცხოვრები ქართველების ჩათვლით რუსეთიდან საქართველოში მიგრაციის გამო. ანუ მათ თუ თავისი კაპიტალი ჰქონდათ რუსეთში, საქართველოში გადმოაქვთ და ამ გადმოტანის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ფულადი გზავნილების სისტემაა. რა თქმა უნდა, ეს აისახება სტატისტიკაში. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ეს მიგრაცია დასრულდება, ეფექტი ამოიწურება.

ამ კაპიტალის შემოდინებას გარკვეულწილად გავლენა აქვს იმაზეც, რომ ეკონომიკა არის უფრო აქტიური, შემოტანილი თანხების დახარჯვა ხდება, მაგრამ ფინანსური ორგანიზაციები აბსოლუტურად იცავენ სანქციებს ამ მიმართულებით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფულადი გზავნილების ზრდაზე. 2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსული გზავნილების 54% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 231.44 მილიონი დოლარი, რაც 492.2%-ით მეტია 2021 წლის ივნისთან შედარებით. 

კომენტარები