რუსეთი-საქართველო

"წავიდა მედვედევი, წარსულია" – თავდაცვის მინისტრი მედვედევის პოსტზე

"წავიდა მედვედევი - წარსულია". - ამობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტზე, რომელიც ВКонтакте-ში გამოქვეყნდა და შემდეგ წაშალეს.

ცნობისთვის, პოსტში, საუბარი იყო რუსეთის ექსპანსიაზე - ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეჭქვეშ აყენებდა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას. მედვედევის ასისტენტი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მას არ ეკუთვნის და მისი "გვერდი გატეხეს".

პოსტში ეწერა, რომ "სუვერენიტეტის აღარანაირი პარადი აღარ იქნება" და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, "კვლავ ერთად იცხოვრებენ". პოსტში ნათქვამი იყო, რომ "ამ გზით მოძრაობა უკვე დაიწყეს" და "ძალასა და საშუალებებს არ დაზოგავდნენ".

საქართველო მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება – მედვედევის პოსტი, რომელიც წაშალეს

კომენტარები