ანტიდასავლური განწყობა ეკლესიაში

მეუფე სტეფანე: ანტიქრისტიანული დიქტატურაა – EU-ს კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია

დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა ის საკითხი, ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს იმ 12 რაღაცას, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არაა განხილვაში. თვითონვე განიხილავენ და იქ მერე კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთ. იმ პუნქტებში არის ისეთი რაღაცეები, ვთქვათ, იგივე რაღაც შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით, რაღაცების მოწესრიგება. ეს ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით, ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურებისა. 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ანტიქრისტიანულია. 

კომენტარები