ტრაგედია გუდაურში

მელია: სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, გმირობა მათი ცხოვრების სტილი იყო

სამძიმარს ვუცხადებ გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციის დროს  ტრაგიკულად დაღუპულ მაშველებისა და ექიმების, ეკიპაჟის წევრების ოჯახებს.

ისინი უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი არ არიან, გმირობა მათი ცხოვრების სტილი იყო, მათი პროფესია ყოველწამიერად ითხოვს გმირობას და სხვებისთვის, ჩვენთვის თავგანწირვას. 

ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ღრმა მწუხარებას.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. დღეს, 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი, უცხოელი ტურისტი მოგვიანებით დაიღუპა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები