ტრაგედია გუდაურში

კობახიძე: ტრაგედიამ შეგვძრა, ოჯახებთან ერთად მთელი საქართველო გლოვობს

გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას. ამ ტრაგედიას მათთან ერთად მთელი საქართველო გლოვობს.

წერს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. დღეს, 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი, უცხოელი ტურისტი მოგვიანებით დაიღუპა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები