რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომბუდსმენი გენპროკურატურას სავარაუდო ომის დანაშაულის კადრებზე მოკვლევას სთხოვს

უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი

უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს მიმართავს, რომ გადაამოწმონ სავარაუდო ომის დანაშაულის ფაქტი, რაც გასულ დღეს გავრცელებულ მძიმე ჩანაწერში ჩანდა.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, დღეს ასევე ამზადებენ შეტყობინებას გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტისთვის, რათა დაიწყონ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასწრაფო ვიზიტი. ასევე მიმართავენ წამების აღმკვეთ ევროპულ კომიტეტს. 

აქამდე ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მძიმე კადრები, რომლებშიც, აღწერის მიხედვით, უკრაინელ ტყვეს, რომელსაც ხელები შეკრული აქვს, რუსი სამხედრო საკანცელარიო დანით კასტრაციას უტარებს. 

კომენტარები