საქართველო-აშშ

დეგნანი: ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, არ შევხვედრივარ

მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში, საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, არცერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე, "იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.

კომენტარები