ნებისმიერ დროს, როდესაც გააკეთებთ ასეთ მტრულ განცხადებებს მედიის წინააღმდეგ, ეს ძალიან სახიფათოა. თქვენ იცით, რომ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მედია ადამიანების მტერია. ეს ჩემთვის ამაზრზენია. პირადული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, ვინც ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმ გარემოში, სადაც ადამიანებს ესხმიან თავს და ჟურნალისტები თავიანთი საქმის გაკეთებას ცდილობენ. ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა და არა მასზე თავდასხმა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ისინი, ვინც ფიზიკურად ან სიტყვიერად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე. ვფიქრობ, კობახიძის ქცევა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროკავშირის პირობები განხორციელდეს.
ქართული ოცნება
კელი: უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ფიზიკურად ან სიტყვიერად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე
tbl.ge/638g
დაკოპირდა

ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში აქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი. 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც დავით არახამიას განცხადებაზე კითხვას უსვამდა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




