2022 წელს გარდაცვლილები

ტიტანიკის მსახიობი დევიდ უორნერი გარდაიცვალა

Befunky

80 წლის ასაკში ინგლისელი მსახიობი დევიდ უორნერი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა.

უორნერის სამსახიობო კარიერა 1962 წელს დაიწყო. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Tom Jones, Tron, Straw Dogs, Omen, Time Bandits. 1997 წელს ფილმ Titanic-ში ითამაშა ბოროტმოქმედის, სპაისერ ლავჯოის როლი. 2018 წელს Mary Poppins Returns-ში უორნერმა უკანასკნელი კინოროლი შეასრულა.

უორნერი წარმატებით თამაშობდა თეატრის სცენაზე. 1964-1966 წლებში შექსპირის თეატრში ასრულებდა ჰამლეტის როლს. ბოლო წლებში იყო Old Vic-ის დასის წევრი.

სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს BAFTA-ს და Saturn Awards-ის ნომინაციები, არის სატელევიზიო პრემია ემის მფლობელი.

კომენტარები