ევროკავშირი-საქართველო

იუკნევიჩიენე: ოცნებისთვის ივანიშვილის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ქვეყანის

როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ვერ ისწავლა გაკვეთილები, ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღებისგან, მათ არ ესმით რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის. ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ეს არის წარმოუდგენელი. ეს რეზოლუცია მიღებულია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული. მესმის, ოპოზიციისთვის რთულია მხარი დაუჭირონ მთავრობას, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ, რომ თავის მხრიდან გადადგან ნაბიჯი.

ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიენე. 

კომენტარები