გირჩი

ხვიჩია: რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ

მგონია, რომ საქართველოში არსებობდა ქართული საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. ფეხბურთი რაც იყო, იყო საბჭოთა კავშირში. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი საკლუბო გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც უეფას თასის ფინალურ ეტაპებზე მაინც, შენ არ შეიძლება ილაპარაკო, რომ ფეხბურთი გაქვს [...]

ჩვენი ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა, მთელი ერი ვიბრძოდით მოედანზე და იქ მებრძოლებს უყურებდა ადამიანი, ასეთი აზარტი იყო. ეს აზარტი საბჭოთა კავშირის დანგრევამ გამოგვაცალა, ახალი აზარტი ვერ შევქმენით [...]

ჩემი აზრით, რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იქ უნდა გავაკეთოთ. რადგან, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ მისი გუნდის საგულშემატკივროდ მიდის, თორემ სამტრედია და გორი რომ თამაშობს, ორივე ჩემი გუნდია...

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პირველი არხის ეთერში გადაცემა ტაიმაუტში.

კომენტარები