ტალიაშვილი: პრაისის განცხადებაში მთავარი ხაზი საქართველოს და აშშ-ს მჭირდრო თანამშრომლობაა

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და აშშ-ს მეგობრობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული. ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი, ცენტრალური, გენერალური ხაზი არის საქართველოსა და ამერიკის მჭირდრო თანამშრომლობა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისის განცხადებაზე, რომელიც ოცნების წარმომადგენლების მხრიდან კელი დეგნანზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს.

კომენტარები