საქსტატი

რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების იმპორტის მოწინავე ბაზარი გახდა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის პირველი 6 თვის იმპორტის მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. აქამდე, 2021 წლის მონაცემით, მოწინავე პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის სანქციების ფონზე, გაიაფებული რუსული საწვავი ქართველი ნავთობიმპორტიორების მთავარი ინტერესი გახდა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია.

აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში $160 მილიონით გაზარდა.

კომენტარები