ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 19 ივლისის ვაჭრობის შედეგები

CBW.ge

ლარი დოლართან 0.67 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.12 თეთრით გაუფასურდა. 19 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8281 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8994 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარია, ერთი ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.91 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები