რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან დაიღუპა ან დაშავდა 50 000 რუსი სამხედრო – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, ადმირალი ტონი რადაკინი

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის თქმით, რუსეთმა თავის სახმელეთო საბრძოლო ეფექტურობის 30%-ზე მეტი დაკარგა. მან აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო, უკრაინის არმიას სჯერა, რომ ომს მოიგებს

"უკრაინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გეგმავს. ვხედავთ რუსეთს, რომელიც იბრძვის, რუსეთს, რომელსაც ჩვენი შეფასებით, სახმელეთო საბრძოლო ეფექტურობის 30%-ზე მეტი დაკარგული აქვს. ეს რეალურად ნიშნავს 50 000 რუს ჯარისკაცს, რომელიც ან დაიღუპა ან დაშავდა. ამ ომში თითქმის 1 700 რუსული ტანკი და 4 000-მდე ჯავშანტექნიკა განადგურდა". - თქვა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა. 

ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის არის გამოწვევა.

"რუსეთმა ეს შეჭრა დაიწყო მთელი უკრაინის აღების ამბიციით, იმ მოლოდინით, რომ ქალაქებს პირველ 30 დღეში აიღებდა". - აღნიშნა ტონი რადაკინმა. 

მისი განმარტებით, რუსეთი ცდილობდა NATO-ს დასუსტებას, თუმცა, შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, აგრესორის ყველა მიზანი განუხორციელებელი დარჩა. 

კომენტარები