რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა

ბოლოს გათვალისწინებული ფართო და უპრეცედენტო სანქციების ეფექტურობის გასაზრდელად ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა. ახალ პაკეტს წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და, საბოლოოდ, ევროსაბჭოში მიიღებენ.

ახალი პაკეტით გათვალისწინებულია, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვისა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის გამკაცრება. ამით ის გააძლიერებს ევროკავშირის სანქციების შესაბამისობას დიდი შვიდეულის პარტნიორებთან.

"ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას". - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.

მიღებული პაკეტი იმეორებს ევროკომისიის მტკიცე პოზიციას, დაიცვას სურსათის უსაფრთხოება მთელს მსოფლიოში, ამიტომ ევროკავშირის სანქციები არ ეხება მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას.

კომენტარები