რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების შეხვედრა სტამბოლში

უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები მარცვლეულის ექსპორტისთვის  საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას მოეწერება, როდესაც ყველა მხარე კვლავ ერთმანეთს შეხვდება.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ცალკეულ ტექნიკურ საკითხებზე, რაც მარცვლეულის ექსპორტს უკავშირდება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, თურქეთში, მომავალ კვირას უკრაინის და რუსეთის დელეგაციის წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ამასთან ერთად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრის ფონზე, შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე.

13 ივლისს რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციები გაეროს ოფიციალურ პირებს სტამბოლში შეხვდნენ, რათა კრიზისის ფონზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაეწყოთ.

კომენტარები