საქართველოს პარლამენტი

ბოკერია რიგგარეშე სხდომაზე: ქვეყნის პრობლემა თუ გგონია კანონში რა წერია, გულუბრყვილო ხარ

"ლელო და ენმ არგძელებენ ან საკუთარი თავების მოტყუებას ან უბრალოდ იმისთვის, რომ სადმე გამოჩნდნენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს პარლამენტში დააყენებენ რაღაც კანონ-პროექტებს და ეგაა გამოსავალი." - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე.

ბოკერიას თქმით, ყველა, ვინც არ ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს სიმართლეს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება სანამ არსებობს, რომელი "არარაობებიც არ უნდა ჰყავდეს გარშემო" და რაც არ უნდა ეწეროს კანონში, ჩვენ ვერ გავაღწევთ თავისუფლების სამშვიდობოს - ყველა, ვინც საწინააღდმეგოს ეუბნება საზოგადოებას, უბრალოდ ატყუებს.

"უკეთესს შემთხვევაში უნდა იყო გულუბრყვილო, ხოლო უარესს შემთხვევას არ ვიტყვი რა ქვია თუ გჯერა რომ საქართველოს პრობლემა არის იმაში, თუ კანონში რა წერია, თითქოს ივანიშვილის რეჟიმი ემყარება კანონებში ჩაწერილ ნორმებს ან თამაშის წესებს". - ამბობს გიგა ბოკერია.

საპარლამენტო ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. ოპოზიციის წევრები ქართულ ოცნებასაც მიმართავენ, უარი არ თქვან სხდომაში მონაწილეობაზე.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლელო
  • რესპუბლიკური პარტია
  • საქართველოსთვის
  • სტრატეგია აღმაშებელი

კომენტარები