რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ბრიტანეთში წვრთნებს გადიან, ბენ უოლასი შეხვდა

უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში წვრთნებს გადიან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს, ბენ უოლასს შეხვდნენ. Press Association-ის ცნობით, წვრთნები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება

"ეს ამბიციური ახალი სასწავლო პროგრამა დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შემდეგი ეტაპია. ბრიტანეთის არმიის მსოფლიო დონის ექსპერტების ჩართულობით ჩვენ უკრაინელ ჯარისკაცებს ძალების აღდგენასა და წინააღმდეგობის გაძლიერებაში დავეხმარებით, რადგან ისინი თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მომავლის არჩევნის დასაცავად იბრძვიან". - თქვა უოლასმა. 

უკრაინელი ჯარისკაცები იარაღის მართვის, ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენისა და შეიარაღებული კონფლიქტის კანონების კურსებს გაივლიან. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროგრამისთვის ათასობით AK შეიძინა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ივარჯიშებენ იმ იარაღზე, რომელსაც მოგვიანებით ფრონტის ხაზზე გამოიყენებენ. 

კომენტარები