რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BLOOMBERG: ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს

ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს სესხს ბლოკავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიის საბიუჯეტო ერთეულმა სესხი მის ფინანსურ საიმედოობასთან დაკავშირებული საფრთხის გამო დაბლოკა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი სესხები, როგორც წესი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ოპერაციებისთვის გამოიყოფა, მთლიანი დაფინანსების არაუმეტეს 9%-ის ოდენობით.

თუმცა, ამჯერად კომისიას მთლიანი თანხის მხოლოდ 70%-ის გამოყოფა სურს, როგორც ეს წინა შეთანხმებისას გააკეთა, როდესაც უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირმა 1 მილიარდი ევრო გამოყო. 

ამ მხრივ, ევროკომისია ისეთ რისკებს ითვალისწინებს, როგორც უკრაინის მიერ დეფოლტის გამოცხადებაა. ევროკომისია ალტერნატივებსაც ეძებს - მაგალითად, იმისთვის, რომ სესხის გაცემასთან დაკავშირებული დამატებითი რისკები შემცირდეს, ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ან ევროპის საინვესტიციო ბანკს უნდა დაეყრდნოს.  

ევროკავშირს უკრაინისთვის დამატებითი მოკლევადიანი დაფინანსებების გამოყოფის შემცირება გასულ კვირას მოუწია. კერძოდ, უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს შეთავაზება შეჩერდა, რადგან გერმანიამ უფრო დიდი, 9 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დაბლოკა.

კომენტარები