G20-ის სამიტზე ბალიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანდასწრებით, მოსკოვს პორტების განბლოკვისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბლინკელმა ლავროვს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც G20-ის ლიდერები სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ.
"მივმართავ რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენ არ გეკუთვნით. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ მარცვლეული ექსპორტზე". - თქვა ბლინკენმა.
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის შეხვედრაზე დასავლელი ლიდერები გლობალური ეკონომიკის კრიზისის დაძლევის შანსების გაქრობის გამო გააკრიტიკა.
"დისკუსიისას, დასავლელი პარტნიორები G20-ის მანდატის შესრულებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის საკითხებთან გამკლავებას გულისხმობს, თავს არიდებდნენ". - თქვა ლავროვმა.
რუსეთის ცნობით, დასავლეთის მხრიდან ყველაზე მკაცრი სანქციებით მოსკოვის იზოლაციის მცდელობა ეკონომიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს და შესაბამისად, რუსეთი ამიერიდან რესურსებს ჩინეთის, ინდოეთისა და დასავლეთის მიღმა არსებული ძალებისკენ მიმართავს.