დიდი ბრიტანეთი

ჯონსონმა აღიარა, რომ КГБ-ს ყოფილ აგენტს, ალექსანდრ ლებედევს რამდენჯერმე შეხვდა

ბორის ჯონსონი
AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირველად აღიარა, რომ 2018 წელს КГБ-ს ყოფილ აგენტს, ალექსანდრ ლებედევს რამდენჯერმე შეხვდა.

პრემიერმინისტრმა თემთა პალატის წევრებს უთხრა, რომ იგი ნამდვილად შეხვდა ლებედევს და შეხვედრა ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შედგა. 

"ჩვენ იტალიაში შევხვდით, როგორც ხდება ხოლმე". - თქვა ჯონსონმა. 

ჯონსონი 2018 წლის აპრილში ბრიუსელში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ იტალიაში, პერუჯის ციხესიმაგრეში გაემგზავრა, რომელიც ალექსანდრის შვილს, ევგენი ლებედევს ეკუთვნის.

შეკითხვაზე, შეატყობინა თუ არა იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებს ვიზიტის შესახებ, ჯონსონი პასუხობს: "ვფიქრობ, მე აღვნიშნე, დიახ". 

ივნისში, კანადამ ალექსანდრ ლებედევს რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩართვის გამო, სანქციები დაუწესა. 

გვიანი ცივი ომის პერიოდში ალექსანდრ ლებედევი 1988 წელს, ლონდონში, ჯაშუშად გამოაცხადეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, ლებედევს КГБ-სთან დაკავშირებული წარსული არასდროს დაუმალავს. მემუარებში, ლებედევი თავის ჯაშუშობის ისტორიას მოკლედ ჰყვება, რომელიც 1992 წელს პოლკოვნიკის წოდებით დასრულდა. 

კომენტარები