ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი არავინ არ არის საქართველოში, იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა ალტ-ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ. სტრატეგიული ობიქტები რუსეთს ჩააბარა არა ალტ-ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ. შესაბამისად, ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არ არის.
[...] კი, შეიძლება, ისინი ამბობენ, რომ უნდათ რუსული ბაზა დამატებით კიდევ ერთ ქართულ რეგიონში, მაგრამ მეორე მხარეს არის ნაცმოძრაობა, რომელმაც ამას ხორცი შეასხა - ბაზები არ იყო საქართველოში და ორი ბაზა ჩაგვიყენა, ერთი აგერ, 40 კმ-ში და მეორე აფხაზეთში. რომ ადარებთ ერთმანეთს აქეთ ალტ-ინფოს და იქით ნაცმოძრაობას, ისინი რაღაც აბსტრაქციებზე საუბრობენ და ნაცმოძრაობამ ეს ფაქტად აქცია. ნაცმოძრაობამ შემოიყვანა რუსული ჯარი საქართველოში და ჩაგვიყენა ორი რუსული ბაზა ამ ქვეყანაში.