პუტინისტური ჯგუფები

პოლიციამ ალტ-ინფოს აქციაზე 17 პუტინისტი დააკავა

ტაბულა

პოლიციამ ალტ-ინფოს აქციაზე 17 პუტინისტი დააკავა. ისინი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას ეწინააღმდეგებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გუშინ, პირველ ივლისს ასევე დააკავეს 26 პირი, მათ შორის ზურაბ მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

კომენტარები