ისრაელი

ლაფიდი: ჰეზბოლა ცეცხლს არ უნდა ეთამაშოს

იაირ ლაფიდი
The Times of Israel

ისრაელის პრემიერმინისტრი, იაირ ლაფიდი ჰეზბოლასთვის მკაცრი მესიჯის გაგზავნის გეგმავს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს.

"ჩვენ გვსურს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი კავშირები, რათა გააგებინოს ლიბანის მთავრობას, რომ მოლაპარაკებების დასრულებას ვგეგმავთ. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ ვერ შევძლებთ ამას ჰეზბოლას მუქარის პირობებში". - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მხედველობაში მიიღო არაპირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელსა და ლიბანს შორის, საზღვაო საზღვრის შესახებ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ჰეზბოლას სამი თვითმფრინავი წარმატებით დააკავეს, რომლებიც მიემართებოდნენ კარიშის გაზის საბადოსაკენ, ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

"ჰეზბოლამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშოს. გაზის პლატფორმაზე დარტყმა შეიძლება ძალიან საშიში ქმედება იყოს". - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ობიექტის გარშემო დაძაბულობა ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელში გაზის მწარმოებელი გემი ჩავიდა ოფშორულ საბადოში სამუშაოების დასაწყებად, რამაც დაგმო ლიბანი, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა მის ნაწილებზე. ისრაელი აცხადებს, რომ კარიში არის გაეროს მიერ აღიარებული ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ნაწილი.

საფრანგეთი, რომელსაც ერთა ლიგამ ლიბანის მართვის მანდატი 1923 წელს მიანიჭა, მას შემდეგ ლიბანის პოლიტიკასა და ეკონომიკაში მთავარი მოთამაშეა.

ლაფიდი პარიზში 7 ივნისს,10:30 საათზე გაფრინდება. ის შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შუადღისას ელიზეს სასახლეში.

"პრემიერი წარადგენს ახალ მასალებს, რომლებიც განმარტავს, თუ როგორ უქმნის ჰეზბოლა საფრთხეს ლიბანის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას". - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჰეზბოლას გაფრთხილების გარდა, ისრაელი იმედოვნებს, რომ მაკრონი უფრო შემრიგებლურ გზავნილს გაუგზავნის ლიბანის მთავრობას.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ენერგეტიკის წარმომადგენლის ამოს ჰოხშტეინის აქტიურ მონაწილეობას საზღვაო საზღვრის საკითხში.

თუ ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფი ისრაელის გაზის საბადოების შეზღუდვას გააგრძელებს "ამან შეიძლება სიტუაცია დაძაბოს, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის".

გავრცელებული ინფორმაციით, ლაფიდი ასევე დეტალურად განიხილავს ირანის ბირთვულ საკითხს მაკრონთან. პრემიერმინისტრი იმუშავებს ირანზე ისრაელისა და დასავლეთის ზეწოლის სინქრონიზაციის გაძლიერებაზე.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ და E3 ქვეყნები - გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - არ აძლევენ უფლებას ირანს გააჭიანურონ მოლაპარაკებები, რომელიც ცოტა ხნის წინ განახლდა კატარში.

”ჩვენ ველით, რომ ეს დაუსრულებელი მოლაპარაკებები ერთ დღეს დასრულდება. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, თუ ისინი არ დაუშვებენ ჰეზბოლასთვის ხელის შეშლას". - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები