თავდასხმა ვატო წერეთელზე

ხვიჩია წერეთელზე თავდასხმაზე: გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევესწარი

გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევესწარი. [...] საქართველოს ტერიტორიაზე რომ ეჩხუბათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა, ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი ამდენი ხალხის თანდასწრებით მემგონი მაინც არ არის მისაბაძი საქციელი.

თქვა პარტია გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა.

კომენტარები