ვატო წერეთელი

წერეთელი: არ ვიცი ოხანაშვილი რა პროვოკაციაზე იძახის, ვფიქრობ, რაღაც ჰქონდა გულში ჩადებული

არ ვიცი ანრი ოხანაშვილი რა პროვოკაციაზე იძახის... ამერიკის საელჩოს მიღებაზე ვიყავით, ყველა მოწიწებით იყო. ქოციც იყო, ნაციც იყო, ბიზნესიც იყი, უცხოელებიც იყვნენ. 300 მდე ადამიანი იყო. გია ვოლსკი ვნახე ქართული ოცნებიდან, მივესალმე, დაველაპარაკე. ანრი ოხანაშვილსაც ჩამოვართვი ხელი... მე ვფიქრობ, რომ ანრი ოხანაშვილს, ადრე ინციდენტი რომ იყო პარლამენტში, ალბათ რაღაც ჰქონდა გულში ჩადებული...

რა უნდა მეთქვა ისეთი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ 4 ადამიანი, დეპუტატი, საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკურად შედგე ერთ ადამიანს?! ანრი ოხანაშვილისგან იმდენი სიგიჟე გვაქვს მოსმენილი, რომ მაგაზე კომენტარები არ მინდა რომ ვაკეთო...

თამბაქოს ვეწეოდი მე ჩემთვის იქით... დავინახე რომ დაიძრა ჩემსკენ ვიღაცა, მოვიდა, მოჰყვა მგალობლიშვილი, ოდიშარია და ზარქუა. რაღაცა ქუჩური გარჩევასავით მოხდა, შემაგინა, ხელი გამომიქანა და უცებ სანამ მოვედი აზრზე, უკვე მეორემ გამომიქანა და ჭიქა მესროლა. 

TV პირველის მფლობელი ვატო წერეთელი მთავარი არხის ეთერში. 

კომენტარები