ვატო წერეთელი

ოხანაშვილი ვატო წერეთელზე: ის პასუხი მიიღო, რომელსაც იმსახურებდა

მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, ძალიან მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, ქართველი კაცისთვის აღუწერელი, ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი? სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა, მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც, რა თქმა უნდა, გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე.

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მას თავს მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე დაესხა. წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. 

კომენტარები