თურქეთი-აშშ

ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს

F-16 

აშშ-ს მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს. მაღალჩინოსნების თქმით, ეს NATO-ს უსაფრთხოებას გაზრდის.

"აშშ თურქეთის გამანადგურებელი ფლოტის მოდერნიზებას მხარს უჭერს, რადგან ეს არის NATO-უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების გაფართოების შესაძლებლობა". - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოთქვეს. იმისათვის, რომ ქვეყნები გაწევრიანდნენ, საჭირო იყო ალიანსის ყველა წევრის თანხმობა, რაზეც უარს ამბობდა თურქეთი. თურქეთი მიზეზად ასახელებს იმას, რომ შვედეთი და ფინეთი მხარს უჭერენ და აფინანსებენ ქურთების ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიას (PKK).

კომენტარები