სანქცირებული ტვირთის შესვლა ბათუმში

დეგნანი: მთავრობამ სერიოზულად უნდა მიიღოს – სანქციების ავლის ყველა მცდელობას ვაკვირდებით

რა თქმა უნდა, ამ საკითხს ვიკვლევთ, ეს ძალიან შემაშფოთებელია და მსგავს აქტიურობას ყვლეგან თვალს ვადევნებთ. ვმუშაობთ მთავრობის სააგენტოებთან, საბაჟოსა და შემოსავლების სამსახურებთან, გვაქვს კარგი კოოპერაცია მსგავს ცნობებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მთავრობა სერიოზულად მოეკიდოს, რომ ჩვენ ფრთხილად ვაკვირდებით სანქციების გვერდის ავლის ყველა მცდელობას და ასე გავაგრძელებთ. 

თქვა აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ბათუმში სანქცირებული პროდუქტის შემოტანასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე. ბათუმში სანქცირებული კომპანიის ტვირთით გემის შემოსვლა საქართველოს მთავრობაში დაადასტურეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საბაჟომ ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ განაცხადა.

კომენტარები