სატელევიზიო შოუ

ფორტ ბოიარდში ცოცხალი ვეფხვები აღარ იქნებიან

Teller Report

პოპულარული ფრანგული სატელევიზიო შოუს, ფორტ ბოიარდის ახალ სეზონში ნამდვილი ვეფხვები აღარ იქნებიან. 

2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ციხესიმაგრეს ცნობილი ვეფხვები, კაშმირი და ტოსკა დატოვებენ. შოუს პროდიუსერების თქმით დამწყვდეული ცხოველების ხილვა საზოგადოების ნაწილს არ სიამოვნებს. ცოცხალ ვეფხვებს ვირტუალური 3D-მოდელები ჩაანაცვლებს.

"თავიდან ვიფიქრეთ, რომ ვეფხვების საარქივო ჩანაწერებს გამოვიყენებდით, მაგრამ ყველამ იცის, რომ ვეფხვები აქ აღარ არიან, ამიტომ ვირტუალური მოდელებით ჩავანაცვლეთ". – ამბობს შოუს ერთ-ერთ პროდიუსერი რიომ რომანი.

ფორტ ბოიარდი საფრანგეთის ტელეეთერში 1990 წლიდან გამოდის. ვეფხვები ოქროს მონეტების საცავის მცველების ფუნქციას ასრულებდნენ. 

ვეფხვების ვირტუალური 3D-მოდელები უკვე გამოჩნა შოუს ახალი სეზონის ტრეილერში.

კომენტარები