დროებითი მთავრობა

კობახიძე: კიტოვანმა, იოსელიანმა, სიგუამ შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იგივეს გაკეთება სურთ

კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული, ახალი არაფერია, ესაა კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, რაც მოქმედებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამის მიხედვით, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი ნაც.მოძრაობის ლიდერებს, ასევე მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის სირცხვილიას ლიდერებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა, ესაა პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

ასეთი რაღაცები - ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე "ხუნტის" მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას. ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას და რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

კომენტარები