რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანქციების პასუხად რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კიდევ 43 კანადელს აუკრძალა

Christopher Furlong/Getty Images

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების პასუხად, მოსკოვმა 43 კანადელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

სიაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე, სიუზან კოუენი და ინგლისისა და კანადის ბანკების მმართველი, მარკ კარნი შედის. 

მანამდე, აპრილში რუსეთმა 61 კანადელ ჟურნალისტსა და ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. რუსეთმა ამასთანავე, ათობით სხვა დასავლელ პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და ბიზნესმენს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 

კანადამ კი, თავის მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის პასუხად, სანქციები დაუწესა 22 ფიზიკურ, ხოლო 4 - იურიდიული პირს, მათ შორის, რუსული ფინანსური ინსტიტუტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ძირითადი ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს. 

მანამდე, კანადამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიცინოს ინფორმაციით, სანქციები პუტინის რეჟიმის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებსაც შეეხო, მათ შორის, არაპროვოცირებულ შეჭრაზე პასუხისმგებელ ადამიანებს. მისივე სიტყვებით, რუსეთის ამ მოქალაქეების წინააღმდეგ კანადამ სანქციები უკვე დააწესა. ახლა კი, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. 

კომენტარები