რუსმა ოკუპანტებმა კიევს ისევ რაკეტები ესროლეს. დაზიანდა 9 სართულიანი კორპუსი, სადაც მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
საგანგებო სამსახურის ცნობით, ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმეს ამოყვანა. მათ შორის 6 წლის ბავშვია, ახლა მისი დედის ამოყვანას ცდილობენ.
ადგილზე კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც მივიდა. მისი თქმით, 2 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. მოსახლეობა ევაკუირებულია და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვასა შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)



