ქართული ოცნება

მდინარაძე ჟურნალისტზე: ისე გაღიზიანდა ლამის თვალები გადმოუცვივდა, ახლა ამას დებენ ცალკე

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის, ნატა ქაჯაის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მას მდინარაძე "თვალებგადმოყრილს" ეძახის, კონტექსტს სრულად არ ასახავს.

მდინარაძე ამბობს, რომ შეურაცხყოფის ობიექტი არა ჟურნალისტი, არამედ თავად გახდა.

"როდესაც ნახევარსაათიანი მძიმე შეურაცხყოფის რესპოდენტის ჟურნალისტის მხრიდან, პროვოკაციული მიდგომის, რაღაც დაცინვის მცდელობის, თან ჩემზე მაქვს საუბარი, აქეთ ობიექტი მე ვიყავი, ამის შემდეგ უკვე ისე გაღიზიანდება, არ ვიცი მიზანს რომ ვერ მიაღწევს ჟურნალისტი, ნახევარ საათზეა ლაპარაკი ან 20 წუთზე მინიმუმ, რომ ვერ მიაღწევს [მიზანს] ჟურნალისტი და შეურაცხყოფას აყენებს ამასობაში არამხოლოდ რესპოდენტს, პოლიტიკოსს, არამედ თავის კოლეგებს სხვა არხებიდან კი არა, თავისივე კოლეგებს, თავისი ტელევიზიის თანამშრომლებს და ჩემს ფავორიტებს ეძახის და ამას ემეგობრე თუ გინდა, სხვა ტელევიზიის ყველა ჟურნალისტს ერთად შეურაცხყოფას აყენებს და ბოლო ორი წუთის ვიდეოსაც დაუმონტაჟებლად ვერ დადებს, სადაც მართლა ისე გაღიზიანდა ადამიანი, შეწუხებული ვიყავი გულწრფელად, ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდიდან და ეს ვუთხარი, ახლა ამას დებენ ცალკე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად და უნდათ თითქოს წარმოაჩინონ ისე, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცამ". - თქვა მდინარაძემ.

დღეს, 24 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას მამუკა მდინარაძე ეუბნება, რომ "თვალებგადმოყრილი" ლაპარაკობს და ადამიანის სახე დაკარგა.

კომენტარები