ევროკავშირი-საქართველო

კახიძე: ოლიგარქიის მოსაშორებლად საჭიროა ჯიუტი პროტესტი, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

საქართველოს ევროკავშირმა მისცა კანდიდატობის სამოქმედო გეგმა.

პირდაპირ გაწერილი ნაბიჯებია, თუ როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, რის შედეგადაც საქართველოს ექნება წვდომა უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე და ჩვენი ქვეყანა დიდი ნაბიჯებით წავა წინ.

ოღონდ ამისთვის გვჭირდება ლიბერალური დემოკრატია - ანუ ილია ჭავჭავაძის გზა - ბორენკა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიის ნაცვლად.

ოლიგარქიის მოსაშორებლად საჭიროა მოქალაქეთა ერთობა და ჯიუტი საპროტესტო წნეხი ხელისუფლებაზე, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, სადაც ოლიგარქი პირწმინდად დამარცხდება.

დეოლიგარქიზაციის შემდგომ ახალმა კოალიციურმა მთავრობამ სწრაფად უნდა გადადგას სამოქმედო გეგმაში მოცემული ნაბიჯები, მათ შორის, დაასრულოს მიმდინარე პოლიტიკური დევნა და არ დაიწყოს ახალი რაუნდი, რითიც წერტილი უნდა დაესვას პოლარიზაციას.

სამოქმედო გეგმაში გაწერილი ნაბიჯების გადადგმას ახლადარჩეული მთავრობა სწრაფადვე შეძლებს, რის შემდეგაც დაპირებულ კანდიდატობას მივიღებთ,

და აღსრულდება ნება ქართველი ერისა.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ევროპულ საქართველოს!

FACEBOOK-ზე წერს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე. 23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა აღიარა. 

კომენტარები