პრეზიდენტის ვეტო

ოცნების დეპუტატი პრეზიდენტის ვეტოზე: ეს ადამიანი ხშირად გადის თავის ფუნქციებიდან

პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს ვეტო არაა სამართლებრივი და არის პოლიტიკური და ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანი ხშირად გადის თავის ფუნქციებიდან - ესაა მოცემულობა. ჩვენ შემოვიტანეთ დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, ესაა დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ვინ როგორ შეასრულებს ამას, ესაა დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნება პრეზიდენტი. გუშინდელი მისი გამოსვლა კიდევ ერთხელ დადასტურება იყო იმისა, რომ არ იყო მისი ფუქნციები მისივე მხრიდან სწორად შესრულებული.

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც, გუშინ 22 ივნისს, ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო.

კომენტარები