უკრაინა-გერმანია

უკრაინის ელჩს გერმანიაში სურს შოლცს "ნაწყენი ძეხვის" დაძახებისთვის ბოდიში მოუხადოს

უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრიი მელნიკი გერმანიის კანცლერზე, ოლაფ შოლცზე მაისში ნათქვამ სიტყვებს ნანობს და კანცლერისთვის ბოდიშისი მოხდა სურს.

"ეს არის განცხადება, რომელიც შემდეგში ვინანე, რა თქმა უნდა". – თქვა უკრაინის ელჩმა der SPIEGEL-ის პროგრამა Spitzengespräch-ში. 

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ის შოლცს ბოდიშს პირადად მოუხდის.

"მე მას პირადად მოვუხდი ბოდიშს". – თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ მისი სიტყვები იყო "დიპლომატიურად მიუღებელი", რამაც "შეურაცხყოფა მიაყენა მრავალ ხალხს არამხოლოდ გერმანიაში".

ამას გარდა, მელნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი სიტყვები არ ესიამოვნა.

"ნაწყენი ღვიძლის ძეხვობანას (გერმანული იდიომაა, რომელითაც მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც მარტივად განაწყენდებიან) თამაში სახელმწიფოებრივად არ გამოიყურება". – თქვა კანცლერ შოლცზე მელნიკმა ამ წლის მაისის დასაწყისში. სიტყვებმა დიპლომატიური უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები