უკრაინა-გერმანია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევს ეწვია

REUTERS

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, პისტორიუსის ვიზიტის მიზანი ბერლინის მხრიდან კიევისადმი მხარდაჭერის დადასტურებაა. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პისტორიუსის მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინელი სამხედროების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება.

გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში პისტორიუსს მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვს დაგეგმილი.

პისტორიუსის ვიზიტამდე. გასულ დღეს უკრაინის დედაქალაქში აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩავიდა.  

შეხვედრის შემდეგ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარით დაეხმარება. გამოყოფილი თანხა არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჭურვებს მოხმარდება.

კომენტარები