რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაწყენი ღვიძლის ძეხვობანას თამაში სახელმწიფოებრივად არ გამოიყურება – უკრაინის ელჩი შოლცზე

უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრიი მელნიკი კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კომენტარს გერმანული იდიომით გამოეხმაურა. 

"ნაწყენი ღვიძლის ძეხვობანას [გერმანული იდიომაა, რომელითაც მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც მარტივად განაწყენდებიან] თამაში სახელმწიფოებრივად არ გამოიყურება". - თქვა მან. 

მელნიკი ასევე ამბობს, რომ შოლცი განაწყენებული არ უნდა იყოს და მას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში "სიამოვნებით შეხვდება".  

"ეს არის ყველაზე სასტიკი დანაშაულებრივი ომი უკრაინაზე ნაცისტების თავდასხმის შემდეგ. ეს არ არის საბავშვო ბაღი". - თქვა მან.  

გუშინ, 2 მაისს შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ZDF-ს უთხრა, რომ უკრაინაში ვიზიტზე უარი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის არმიწვევის გამო თქვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს აპრილში გეგმავდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ მოისურვა. პრეზიდენტის ნაცვლად, კიევში ოლაფ შოლცი მიიწვიეს, თუმცა მან თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. 

კომენტარები